1. პროექტის სახელი: შვიდი ლითონის საიდუმლო, ანუ რატომ მღერიან ტიბეტური ფიალები.
2. პროექტის მიზანი: მოსწავლემ გაარკვიოს მიზეზი, თუ რატომ გამოსცემენ ფიალები ბგერებს, რა მოვლენა უდევს საფუძვლად ამ სასწა
3. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
· გაიგე უფრო მეტი ტიბეტური ფიალების შესახებ, რაშიც მითითებული მისამართები დაგეხმარება:
http://web.onetel.net.uk/_naturalearthling/aboutsin.htm
http://jahroma.ru/content/view/151/276/
· შეგიძლია ნახო და მოისმინო ვიდეო-და აუდიოჩანაწერი, თუ როგორ მღერიან ტიბეტური ფიალები:
· http://www.soundchalice.com/
· ნახო,თუ როგორ წარმოიქმნება ფიალაში წყლის შადრევანი:
http://jahroma.ru/content/view/153/276/
ჩაატარე ცდა და თავად დარწმუნდი, რომ ”სიმღერა” მხოლოდ ტიბეტურ ფიალებს კი არა, ჩვეულებრივ მინის ჭიქებსაც შეუძლიათ.
4. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი. 9-კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
6. სარგებელი სხვებისთვის: მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას, მოუსმენენ სასიამოვნო მუსიკას, რომელიც იმავდროულად სამკურნალოცაა: დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე
7. სამუშაო ენა: ქართული
8. საგნებთან კავშირი: ფიზიკა: გაიხსენებენ რეზონანსის მოვლენას და შეეცდებან ახსნან ცდის შედეგები
9. პროექტის ფასილიტატორი: მარინე ძანძავა
10. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mari.dzandzava@gmail.com
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: ზუგდიდის მე-2 საშ. ს
12. პროექტის სრული აღწერა:
ფიალებს გარედან თანაბრად, ფრთხილად, წრიულად უსვამენ ხის გლუვ ჯოხს... და ისინიც ”მღერიან”: საოცრად სუფთა, მელოდიურ და მდიდარი ტემბრის მქონე ბგერებს გამოსცემენ.
ბგერის ტონალობა იცვლება, თუ ხახუნის სიჩქარეს ,ჯოხის დახრის კუთხეს ან იმ ძალას შეცვლიან, რომლითაც ფიალის კედელს აწვებიან. რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფიალის გამოყენებით კი რთული მუსიკალური კომპოზიციის შექმნაც კია შესაძლებელი.
ფიალის ”სიმღერას”არც მეტი არც ნაკლები სამკურნალო ეფექტი აქვს: სიმშვიდის საოცარ განცდას ბადებს და ადამიანს ენერგიის კონცენტრირებაში ეხმარება.
ამ საოცარი ფიალების სამშობლოდ ტიბეტი ითვლება: ტიბეტელი ბერები ”მომღერალ” ფიალებს მედიტაციისათვის იყენებდნენ. მათთვის ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 5 000 წლის წინათ იყო ცნობილი ფიალების მიერ გამოცემული ბგერების გასაოცარი ზემოქმედება ადამიანზე.
ფიალებისთვის დამახასიათებელ ტემბრს მათი ფორმა და ის ლითონები განსაზღვრავს, შედიან შენადნობში , რომლისგანაც ფიალებია დამზადებული. ტიბეტურ ფიალებს შვიდი ლითონის შენადნობისგან ამზადებდნენ, რომელთაგან თითოეული მათგანი, ლეგენდის თანახმად, ერთი რომელიმე პლანეტის მაგიურ ძალას განასახიერებდა: ოქრო- მზეს, ვერცხლი-მთვარეს, ტყვია- სატურნს, ვერცხლისწყალი-მერკურს, კალა-იუპიტერს, სპილენძი- ვენერას, რკინა- მარსს.